GIORGI LEON KAVTARADZE CENTRE OF CAUCASIAN & ANATOLIAN STUDIES
Welcome to Our Home on the Net!
&
as well as some documents collected at SCRIBD:
This web site is recommended to scholars working in the humanitarian sciences, as well as to the general public interested in the history and culture of the Caucasus and Anatolia. This region is located in the centre of the Eastern Hemisphere, between Europe and Asia, from the west to the east and between Russia and the Near East, from the north to the south. We are from the fabulous Caucasian country - Georgia, the homeland of Prometeus and Medea. Georgia (and the Caucasus generally) is the one of the most vivid and multiflorous, but actually unknown part of the world. At the same time, its key importance is quite obvious in many aspects of modern life. Giorgi Leon Kavtaradze Centre of Caucasian & Anatolian Studies have been founded in October 15 2007. The initial founders and only owners of the Centre are Marina and George Kavtaradze. The main staff of the Kavtaradze Centre is situated in Tbilisi-0179, Ilya Chavchavadze avenue 50, 4th main entrance, 2nd floor, phone: +99532 223050 . To the main property of owners of the Centre and consequently of the Centre except the above address belong: Tbilisi, Rustaveli avenue 50, 4th main entrance, 4th floor, phone: +99532 932063 . Tskneti, Rustaveli st. 44a, phone: +99532 228663 . Tsqneti, Rustaveli 3rd blind alley 10, phone: +99532 228929 . Kobuleti, Davit Aghmashenebeli st. 371.
Our personal library consists mainly of historical literature, containing such disciplines as Prehistory, Archaeology, Early, Classical and Early Medieval History of Caucasia, Anatolia, the Middle East, Mediterranean and Eastern Europe, New History, Anthropology, Ethnology, Polities and Geopolities; the rest belongs to Sociology, Philology, Folklore, Linguistics, Arts, etc. Some books of my collection are of the 19th and even of the 18th centuries.
Most of the books are in Georgian and Russian, but microfilms and xerocopies mainly in English (besides monographs there are copies of selected articles from special journals, covering the period of 50-70 years), as well as in German, Russian, Georgian and French. Some books and copies are in Persian, Arabic, Turkish, Italian, Romanian, Bulgarian, Spanish, Polish, Czech, Slovakian, Greek, Armenian, Azerbaijanian, Ukrainian, etc.
I am looking for such a place for my collection where I could share it with other scholars and students, focusing their interests on various aspects of Caucasian (and Middle Eastern) Prehistory and History. Due to a large amount of microfilms (extremely favourable condition for quick scanning) it would be possible to create a data-bank for the Caucasilogical Studies in a short time.
We invite our friends and colleagues to take participation in the construction of this site.
Mail to: gkavtaradze@gmail.comor to contact us from this web-site
კავკასიისა და ანატოლიის კვლევის გიორგი ლ. ქავთარაძის ცენტრი
წინამდებარე ვებგვერდი განკუთვნილია ჰუმანიტართათვის და ყველასათვის ვინც კი დაინტერესებულია კავკასიის ისტორიითა და კულტურით. ძირითადად იგი ეძღვნება კავკასიის ლეგენდარულ ქვეყანას - საქართველოს - პრომეთე-ამირანისა და მედეას სამშობლოს. კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალფეროვანი და კაშკაშა მხარეა, თუმცა სხვათათვის ფაქტიურად ნაკლებად ცნობილი. ამავე დროს მისი საკვანძო მნიშვნელობა თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, ცხადია. კავკასია მდებარეობის დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს შუაგულში, ევროპასა და აზიას შორის, დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთით, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. “კავკასიისა და ანატოლიის კვლევის გიორგი ლ. ქავთარაძის ცენტრის” საქმიანობის მიზანია: – შექმნას მაღალი საერთაშორისო დონის სამეცნიერო-საკვლევი ცენტრი.
– აწარმოოს კავკასიისა და ანატოლიის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიის, ენათმეცნიერების, ლიტერატურის, ფოლკლორის, ხელოვნებათმცოდნეობის, სოციოლოგიის, პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის განსხვავებული ასპექტების კვლევა.
– გაარკვიოს საერთო და განსხვავებული ევრაზიის მიჯნაზე განლაგებული ორი მხარის - კავკასიისა და ანატოლიის ისტორიული განვითარების პროცესში.
– მოაწყოს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმები.
– ჩამოაყალიბოს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული სამეცნიერო მასალების მონაცემთა კომპიუტერული საბაზისო ბანკი.
– ხელი შეუწყოს კავკასიასა და ანატოლიის ისტორიის შესახებ სამეცნიერო ნაშრომების შექმნასა და გამოქვეყნებას.
– შექმნას საინტერნეტო ვებგვერდები კავკასიისა და ანატოლიის ისტორიის სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში.
– მიიღოს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში.
– ცენტრმა ბიძგი უნდა მისცეს ქვეყნის გარეთ მოღვაწე სპეციალისტებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო და კულტურული პროექტების კოორდინირებას და გეგმაზომიერ კვლევა-ძიებას.
– აწარმოოს სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით.
კოლექცია
მრავალწლიანი ძიება-შეგროვების და საქართველოს გარდა გერმანიაში, რუსეთში, საფრანგეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, სომხეთში და თურქეთში ყოფნის ეფექტური გამოყენების შედეგად ჩამოყალიბებული ჩვენი საბიბლიოთეკო კოლექცია მოიცავს ათეული ათასობით წიგნს, ქსეროასლს და მიკროფილმს და ეხება კავკასიისა და მთლიანად შავი ზღვის აუზის არეალის, ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიის, ენათმეცნიერების, ლიტერატურის, ფოლკლორის, ხელოვნებათმცოდნეობის, სოციოლოგიის, პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებს.
წიგნების უმეტესი ნაწილი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა, ხოლო ქსეროასლებისა და მიკროფილმების ძირითადი ნაწილი ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. ცალკეული წიგნები, ასლები და სამეცნიერო ჟურნალები იტალიურ, ესპანურ, თურქულ, არაბულ, სპარსულ, ბულგარულ, რუმინულ, პოლონურ, სლოვაკურ, ჩეხურ, ბერძნულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ ენებზე. ზოგიერთი ისტორიული, არქეოლოგიური და ენათმეცნიერული ჟურნალებიდან შერჩევით ამოკრეფილია უკანასკნელი 60-80 წლის მომცველი პერიოდის მასალა. კოლექციაში არსებული ზოგიერთი წიგნი XVIII საუკუნით თარიღდება, ხოლო გარკვეული ნაწილი XIX საუკუნით.
კოლექციაში არსებული მიკროფილმების დიდი რაოდენობა ავტომატურ რეჟიმში სკანირების საშუალებით შესაძლებლობას მოგვცემდა შედარებით მოკლე დროში ჩამოგვეყალიბებინა სამეცნიერო მასალის მონაცემთა კომპიუტერული საბაზისო ბანკი. აღსანიშნავია რომ უკვე გაგვაჩნია მასალის სკანირების შედეგად მიღებულ ისეთ ფაილთა გარკვეული რაოდენობა, რომელთა ანალოგები საინტერნეტო ქსელში არ მოიპოვება.
ჯერჯერობით არ გაგვაჩნია კომპიუტერში შეყვანილი ბიბლიოთეკის დეტალური ინვენტარიზაცია. თუმცა რამდენიმე წლის წინათ დაწყებულია არსებული მასალის კატალოგის შედგენა, რომელიც კოლექციის მხოლოდ ნაწილს მოიცავს. მუშაობა ამ მხრივ მომავალშიც გაგრძელდება.
ჩვენი კოლექციის ბაზაზე შესაძლებელია მაღალი საერთაშორისო დონის ქართველოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაარსება საქართველოში თუ საზღვარგარეთ. შორეულ პერსპექტივაში საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართველოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაარსება ფაქტობრივად იქნებოდა პირველი ცდა ქვეყნის გარეთ ქართული საერთაშორისო მეცნიერული და კულტურული ცენტრის დამყარებისა. ამ საფუძვლის ჩაყრა კი დღევანდელი ვითარების ფონზე აუცილებელი და საშურიცაა. ცენტრმა სტიმული უნდა მისცეს გარე სამყაროსთან ერთობლივი სამეცნიერო და კულტურული პროექტების კოორდინირებას და გეგმაზომიერ კვლევა-ძიებას.
სხვადასხვა ბმულები
ჩვენი ფოსტა
სიახლენი ნეტიდანhttp://d21c.com/moonbud/7/bluerose.html